სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განახლება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც 2017 წელს შეწყდა, ინფრასტრუქტურის სამინსიტროს განცხადებით, 2019 წლიდან აღდგება.

 

სამინსიტრომ პროგრამის განახლება ,,თვითმმართველობის დროსთან“ დაადასტურა, მას შემდეგ, რაც droa.ge-მ ბიუჯეტის პროექტში პროგრამა ვერ იპოვა.

 

 

წყალსადენის სათავე-ნაგებო-ბისა  და ქსელის მშენებლობა;  სოფლებთან მისასვლელის და შიდა გზების მოხრეშვა ;   სარიტუალო დარბაზების  მშენებლობლობა და კეთილმოწყობის სამუშაოები;  სასოფლო-სამეურნეო სავარგულებისა და სასაფლაოს ტერიტორიების შემოღობვა; სარიტუალო ინვენტარისა და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შეძენა;   ნაპირ-სამაგრი და ხიდების სარეაბილიტაციო  სამუშაოები – ეს არასრული ჩამონატვალია იმ პროექტების, რომელიც 2017 წლამდე ამ პროგრამის ფარგლებში თიანეთის მუნიციპალიტეტში განხორციელდა.

 

ექსპერტთა განცხადებით, შეწყვეტამდე პროგრამის მთავარ პრობლემას  – გადაწყვეტილების მიღების პროცესში –  თუ რაზე დახარჯულიყო  პროგრამის თანხები, მოსახლეობის მონაწილეობა და ჩართულობა წარმოადგენდა.

 

ჯერჯერობით უცნობია, რამდენი გამოიყოფა პროგრამისთვის 2019 წელს, თუმცა ცნობილია, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, რომლის მოცულობა 2019 წლისთვის სულ 280 მილიონია, ქვეპროგრამა იქნება.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Posted by: jrcEditor04 on

Tags: ,