სტუდენტთა სოციალური პროგრამა თიანეთელებისთვის

2018-19 სასწავლო წლისთვის სტუდენტთა სოციალური პროექტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სოფლის სამინისტრომ  1 920 000 ლარი გამოჰყო.

 

მხარდაჭერა გამთვალისწინებულია 226 სტუდენტისთვის, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით დამტკიცებულ მაღალმთიან დასახლებაში არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში. აღნიშნული დადგენილებით გათვალისწინებულია თიანეთის მუნიციპალიტეტიც.

 

დაფინანსების მისაღებად, განცხადება თანდართულ დოკუმენტებთან ერთად, წარდგენილი უნდა იყოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში ან შესაბამის ტერიტორიულ ორგანოში – საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2018 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით (იხ. ბრძანება N188).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Posted by: jrcEditor04 on