სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განახლება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა, რომელიც 2017 წელს შეწყდა, ინფრასტრუქტურის სამინსიტროს განცხადებით, 2019 წლიდან აღდგება.   სამინსიტრომ პროგრამის განახლება ,,თვითმმართველობის დროსთან“ დაადასტურა, მას შემდეგ, რაც droa.ge-მ ბიუჯეტის პროექტში პროგრამა ვერ იპოვა.  

სტუდენტთა სოციალური პროგრამა თიანეთელებისთვის

2018-19 სასწავლო წლისთვის სტუდენტთა სოციალური პროექტის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სოფლის სამინისტრომ  1 920 000 ლარი გამოჰყო.   მხარდაჭერა გამთვალისწინებულია 226 სტუდენტისთვის, რომლებიც ბოლო 3 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 დეკემბრის N671 დადგენილებით

Read More

თიანეთში მიწის რეგისტრაციის საპილოტე პროექტი გრძელდება

თიანეთის მუნიციპალიტეტში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტე პროექტი გრძელდება, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.

თიანეთში კენკროვანი კულტურების მოშენება დაფინანსდება

თიანეთის მუნიციპალიტეტი ერთ-ერთია იმ 22 მუნიციპალიტეტს შორის, სადაც ,,კენკროვანი კულტურების“ მოშენებას სახელმწიფო ,,დანერგე მომავალის“ ახალი ხაზით დაეხმარება.   ,,ლურჯი მოცვის“, ,,მაყვლის“ და ,,ჟოლოს“ მოყვანის მსუვრელებს სახელმწიფო შესაძენი ნერგების 100% დაუფინანსებს, ასევე დაფინანსდება წვეტოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც. საჭიროების შემთხვვეაში დაფინანსდება ბაღის გაშენებისთვის საჭირო მასალების ღირებულების 100%-იც.